გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, ცივი იარაღით, სამი პირი დაჭრეს – შემთხვევა დიდუბის მეტროსთან მოხდა.
დაშავებულებიდან ორი ღუდუშაურის კლინიკაში მოათავსეს, ერთი კი ქირურგიის ცენტრში გადაყვანეს.
რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
შსს-ს პრესსამსახური ინფორმაციას ამოწმებს.