უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა უკრაინის მოქალაქეებს დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთის ფედერაციის ტერიტორია და არ წავიდნენ ამ ქვეყანაში.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გაძლიერებასთან დაკავშირებით, რამაც, სხვა საკითხებთან ერთად, შესაძლოა გამოიწვიოს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საკონსულო დახმარების გაწევის შესაძლებლობების მნიშვნელოვანი შეზღუდვა, საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ. რუსეთის ფედერაციაში ნებისმიერი მოგზაურობისგან და ვინც ამ ქვეყანაში იმყოფება, დაუყოვნებლივ დატოვოს მისი ტერიტორია“, – ნათქვამია განცხადებაში.
ქვეყნის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ამ რეკომენდაციის შეუსრულებლობა გაართულებს რუსეთში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეების ადეკვატურ დაცვას.
საგარეომ სპეციალური ცხელი ხაზის ნომრებიც გამოაქვეყნა.