“ჩემს ინდაურებს უფრო მეტი ჭკუა აქვთ”… როგორ აფასებს მოსახლეობა “ოცნებას”

“სამარცხვინო მდგომარეობაა საქართველოში. ქვეყნის მდგომარეობას ეტყობა რისი მაქნისებიც არიან” – ასეთია იმ ადამიანების აზრი და შეფასებები, ვინც დღეს “მთავარი არხის” გადაცემამ “თქვენი ხმა” გამოკითხა. გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა ხელისუფლებაში მყოფ პირებს, როგორც არაფრისმაქნის არაპროფესიონალებს, ისე აფასებს:

-„სამარცხვინო მდგომარეობაა საქართველოში. მინისტრებიდან დაწყებული, ბოლომდე დამთავრებული“.

-„რა იციან არაფერი. რომელ კომპეტენციაზეა  ლაპარაკი“.

-„ჩემ ინდაურებს უფრო მეტი ტვინი აქვს და იხვებს. დაბლა ვიძირებით, როგორც ჩანს“.

-„თუ დიპლომი არა  აქვს და ნასწავლი არ არის, ჯანდაცვის მინისტრად რა ჯანდაბა უნდა“.

-„მჭედელმა მჭედლის როლი უნდა შეასრულოს, ექიმმა ექიმის მოვალეობა“.

-„შეიძლება ადამიანი, მილიონერი გახდეს, მარა, ორჯერ ორი იცოდეს მარტო“.

-„თავისი საქმის არის მცოდნე ხალხი“.

-„დააქციეს საქართველო, ამოძირკვეს ძირფესვიანად“.

-„მდგომარეობას ეტყობა, როგორი კომპეტენტურებიც არიან“.

-„უდიპლომოები თუ არიან, ეგენი რას გაგვიკეთებენ ჩვენ აქ“.

-„განათლებულები თავიანთი ჯიბეებისთვის  კი არიან“.

-„ცხვრების ფარაა უბრალოდ არა  კომპეტენტურების“.

-„არც ერთი არ არის იმდონეზე განათლებულები, რომ სახელმწიფოს მიხედონ“.

-„კაი მინისტრები, რომ იყვნენ, ქვეყანა ამ მდგომარეობაში არ ჩავარდებოდა“.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share