რუსეთმა სამხედრო მოქმედებებისას უკრაინაში მობილიზებული საბრძოლო ტექნიკის 8-10 პროცენტი დაკარგა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტექნიკის ნაწილი განადგურებულია ან წყობიდან არის გამოყვანილი. განადგურებულია ტანკები, თვითმფრინავები და სხვა სამხედრო ტექნიკა.
CNN-ის ცნობით, გასულ კვირას დაფიქსირებული დანაკარგი ფაქტობრივად გაორმაგებულია, რადგან აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა სამხედრო ტექნიკის 3-დან 5 პროცენტამდე დაკარგა.
ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის მონაცემებით, სამხედრო ოპერაციისას უკრაინის სამხედრო ტექნიკის ანალოგიური რაოდენობა განადგურდა.