“დაჟინებით სთხოვდნენ ევაკუაციას, ვიცოდით, რომ რუსული დესანტი მის მოსაკლავად იყო შემოსული….მან თქვა,- ავიღებ ავტომატს და ვიომებო” – რას ჰყვება ზელენსკის გარემოცვის წევრი?

"დაჟინებით სთხოვდნენ ევაკუაციას, ვიცოდით, რომ რუსული დესანტი მის მოსაკლავად იყო შემოსული. მან თქვა, - ავიღებ ავტომატს და ვიომებო" - რას ჰყვება ზელენსკის გარემოცვის წევრი?

24 თე­ბერ­ვალს, რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში შე­იჭ­რა და ევ­რო­პის შუ­ა­გულ­ში ომი გა­ა­ჩა­ღა.

ამ დღემ­დე ის სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­შიც და მის ფარ­გლებს გა­რე­თაც მა­ინც მი­იჩ­ნე­ო­და ნი­ჭი­ერ მსა­ხი­ო­ბად, რო­მე­ლიც ბე­დის­წე­რის უც­ნა­უ­რი სვლით აღ­მოჩ­ნდა ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში. შე­სა­ბა­მი­სად, რო­დე­საც პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის აგ­რე­სია სრუ­ლი­ად რე­ა­ლუ­რი გახ­და, გაჩ­ნდა კი­თხვე­ბი:

რას იზამ­და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი, რო­გორ მო­ა­ხერ­ხებ­და ქვეყ­ნის გა­ძღო­ლას ამ უმ­ძი­მე­სი და­პი­რის­პი­რე­ბის დროს?

დღეს ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი უკვე გა­ცე­მუ­ლია.

ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი დღეს ყველ­გან არის, და­ბომბვის საფრ­თხის ქვეშ კი­ე­ვის ქუ­ჩებ­ში და­დის და წერს ვი­დე­ო­მი­მარ­თვებს, მი­დის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში დაჭ­რილ­თა მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად, წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნე­ბის პარ­ლა­მენ­ტებს მი­მარ­თავს ტელე­ხი­დით და ყვე­ლა იმ შეც­დო­მა­ზე ხმა­მაღ­ლა მი­უ­თი­თებს, რაც ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცი­ვი­ლი­ზე­ბულ­მა სამ­ყა­რომ რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში და­უშ­ვა… ის არის მშვი­დი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და ბრძო­ლის ჟი­ნით სავ­სე. მას უს­მე­ნენ, ენ­დო­ბი­ან და მისი გა­მარ­ჯვე­ბის სჯე­რათ.

ორი­ო­დე დღის წინ, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის მრჩე­ველ­მა ალექ­სეი არეს­ტო­ვიჩ­მა ჟურ­ნა­ლისტ დმიტ­რი გორ­დონ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი­ზე ისა­უბ­რა და ომის პირ­ვე­ლი დღე­ე­ბი გა­იხ­სე­ნა, რო­დე­საც და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბი თუ პი­რა­დი დაც­ვა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის და­ჟი­ნე­ბით სთხოვ­დნენ, ქვეყ­ნი­დან ევა­კუ­ა­ცი­ას.

“ძა­ლი­ან შეც­და ყვე­ლა, ვინც ის სუსტ ლი­დე­რად, პა­ტა­რა მსა­ხი­ო­ბად მი­იჩ­ნია. გახ­სოვთ, მან პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში უარი თქვა ევა­კუ­ა­ცი­ა­ზე, რა­საც უცხო­ე­ლი პარტნი­ო­რე­ბი და პი­რა­დი დაც­ვაც და­ჟი­ნე­ბით სთხოვ­დნენ, რად­გან გვქონ­და ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუ­სუ­ლი დე­სან­ტი მის მო­საკ­ლა­ვად იყო შე­მო­სუ­ლი. მან თქვა, – ავი­ღებ ავ­ტო­მატს და ვი­ო­მებ, რა პრობ­ლე­მა­აო. პირ­ვე­ლი 48 სა­ა­თი გახ­სოვთ, ხომ, რა ხდე­ბო­და, დე­სან­ტი გად­მოს­ხეს, “ბო­ე­ვი­კე­ბი“ გა­მოჩ­ნდნენ, არა­ვინ იცო­და რით დას­რუ­ლე­ბო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი, 2-ჯერ იყო სრო­ლა პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლეს­თან. მან კა­ტე­გო­რი­უ­ლად გვი­თხრა, – და­ხუ­რეთ ევა­კუ­ა­ცი­ის თემა, არა­სად წა­ვალ, სულ რომ ათი დე­სან­ტი გად­მოს­ხან და რა­კე­ტე­ბი გვეს­რო­ლო­ნო… ბევ­რი მე მა­ქებს გა­დამ­დე­ბი სიმ­შვი­დის გამო, უნდა გი­თხრათ, რომ ათ­ჯერ უფრო მშვი­დია პრე­ზი­დენ­ტი, ის თა­ვის სტი­ქი­ა­შია, სა­ო­ცა­რი ენერ­გე­ტი­კით, მას­ში გა­იღ­ვი­ძა ნამ­დვილ­მა ლი­დერ­მა…“ – გა­ნა­ცხა­და არ­სე­ტო­ვიჩ­მა, რომ­ლის თქმი­თაც ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი დღეს თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­როს ლი­დე­რია.

“მას ახლა უზარ­მა­ზა­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი აქვს, რაც კი­დევ უფრო მე­ტად აძ­ლი­ე­რებს, მაგ­რამ, გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ ეს ავ­ტო­რი­ტე­ტი მა­შინ მო­ი­პო­ვა, როცა გა­უძ­ლო პირ­ვე­ლი დღე­ე­ბის დარ­ტყმებს. ბრძო­ლა­ში, პი­რა­დი მა­მა­ცო­ბით მო­ი­პო­ვა ეს ავ­ტო­რი­ტე­ტი. მთელ მსოფ­ლი­ო­ში მის მი­მართ უზარ­მა­ზა­რი ნდო­ბა არ­სე­ბობს. ამე­რი­კე­ლე­ბი ხუმ­რო­ბენ, პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩევ­ნებ­ში რომ მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, აქაც აირ­ჩე­ვე­ნო. ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის შე­უძ­ლია, ლი­დე­რე­ბის გვერ­დის ავ­ლით პირ­და­პირ მი­მარ­თოს პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ებს…

ის ახლა თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­როს ლი­დე­რია, მან ეს ლი­დე­რო­ბა მო­ი­პო­ვა მას მერე, რაც გა­უძ­ლო უამ­რავ რა­მეს, პი­რა­დი ლიკ­ვი­და­ცი­ის საფრ­თხეს, დარ­ტყმებს, გა­ურ­კვევ­ლო­ბას. ჩვენ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა ვართ, არა­ვი­სი თაყ­ვა­ნის­ცე­მა გვჩ­ვე­ვია, მაგ­რამ ვხე­დავთ, რომ დღეს მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბი, ხალ­ხე­ბი, მე­დია მას უყუ­რე­ბენ დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით. შე­ხე­დეთ მის რუს მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს და შე­ა­და­რეთ პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც ბუნ­კერ­ში ზის და არა­ვის ეჩ­ვე­ნე­ბა და პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც ჰოს­პიტ­ლებ­ში მი­დის დაჭ­რი­ლე­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად, იღებს ვი­დე­ო­ებს ქუ­ჩა­ში და­ბომბვის საფრ­თხის ქვეშ… ის ჩვენ­თან, ყვე­ლას­თან გა­მორ­ჩე­უ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მით ურ­თი­ერ­თობს, ყვე­ლას აზრს ის­მენს, ეს მისი ძლი­ე­რი მხა­რეა, დღეს მის გარ­შე­მო ყვე­ლას აქვს სი­ტყვის უფ­ლე­ბა, ის იმ ოპე­რა­ტო­რე­ბის აზ­რსაც კი ით­ვა­ლის­წი­ნებს, რომ­ლე­ბიც მის ვი­დე­ო­მი­მარ­თვებს წე­რენ…“- გა­ნა­ცხა­და არეს­ტო­ვიჩ­მა.

ambebi.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share