ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლების ეზოში 15 ავტომობილი გაქურდეს. ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.
ავტომობილებს მინები აქვს ჩამსხვრეული. მეპატრონეების თქმით, წაღებულია ძირითადად თანხები და მანქანაში არსებული წვრილმანი ნივთები.
საცხოვრებელი კორპუსების ეზოში თავად მაცხოვრებლებს ვიდეო კამერები აქვთ დამონტაჟებული. კამერის ჩანაწერში ჩანან პირები, რომლებიც სავარაუდოდ, არასრულწლოვანები არიან.