ანატოლი ჩუბაისმა საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი დატოვა.
ინფორმაციას ადასტურებს რუსული სამთავრობო მედია ТАСС-ი.
ამას გარდა, Bloomberg-ის ინფორმაციით, ჩუბაისმა რუსეთიც დატოვა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთში მაღალჩინოსნამა თანამდებობა დატოვა.