ისტორიის გამოძახილი: უკრაინაში დღევანდელი ომის ფოტოებში არეკლილი მეორე მსოფლიო ომის სურათები

მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ფოტოები აჩვენებს თვალსაჩინო მსგავსებას უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ვინმემ შეიძლება თქვას, ყველა ომი ერთმანეთს ჰგავსო, მაგრამ აი, დარწმუნდებით, რომ უკრაინის რუსეთთან ომის სურათები 80 წლის წინანდელი ბრძოლების სურათებს აირეკლავს.

ორივე ამ ფოტოზე ჩანს ომის შედეგად დაღუპულთა გვამები ქუჩაში.

შავ-თეთრ ფოტოზე ბელგიასა და ლუქსემბურგში გერმანის არმიის იერიშის დროს დახოცილების გვამები ჩანს.

ეს ფოტო მარიუპოლშია გადაღებული, რუსეთის არმიის მიერ ქალაქის დაბომბვის შედეგად მოკლულთა რიცხვი არაა დადგენილი. ერთ დროს წარმატებული, სანავსადგურო ქალაქი რუსეთის ავიაციის მიერ დაშენილი ცეცხლის შედეგად განადგურდა. რაკეტები მოხვდა სამოქალაქო ობიექტებს, მათ შორის, დრამის თეატრს, სადაც ბომბსაფარში ასეულობით ადამიანი იმყოფებოდა.

 

ეს 1944 წლის აგვისტოში გადაღებული ფოტო დღევანდელ უკრაინას გაგახსენებთ: პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, შენობას მძლავრი ჭურვი დაეცა.

ესეც მარიუპოლია, სადაც საცხოვრებელ სახლს რუსეთის ტანკის მიერ ნასროლი ჭურვი მოხვდა.

 

ეს ისტორიული ფოტო რუსეთშია გადაღებული. ქალი მოთქვამს ნაცისტური ოკუპაციის დროს თავისი ცეცხლმოკიდებული სახლის წინ.

ეს უკვე ჩვენს დროში ხდება, ქალი ტირის ცეცხლმოკიდებული სახლის წინ ქალაქ ირპენში, კიევის მახლობლად. 2022 წლის 4 მარტი.

 

ეს ორი ფოტო სულ სხვადასხვა ვითარებასა და დროში, სხვადასხვა არეალშია გადაღებული. პირველ, დაუთარიღებელ ფოტოზე, ჩანან ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებსაც მიჰყავთ იაპონელი ჯარისკაცები სოლომონის კუნძულების დაკავების შემდეგ მეორე მსოფლიო ომის დროს. ომში აშშ-ის ჩართვის შემდეგ, იაპონიამ შეუტია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს და ახალ გვინეას, რათა სამხრეთი ფლანგი გაეძლიერებინა. ეს კადრები უკვე აშშ-ის არმიის მიერ სოლომონის კუნძულების დაკავების პერიოდისაა.

წელს, 10 მარტს, კიევთან გადაღებულ ფოტოზე ასახულია უკრაინელო დაჭრილი ჯარისკაცის სამშვიდობოს გაყვანის სცენა.

 

ამერიკელი ჯარისკაცები გადადიან მდინარე დუბზე გადებულ ხიდზე საფრანგეთში. 1944 წელი.

ეს ხიდი მდინარე ირპენზე იყო გადებული, სანამ მას რუსეთის ავიაცია დაანგრევდა. უკრაინელი ჯარისკაცები მის გადაკვეთას ცდილობენ 13 მარტს.

 

შემდეგი ორი ფოტოც ერთმანეთს ჰგავს მათზე გამოსახული ტანკსაწინააღმდეგო ხერგილების სტილით: ერთი მეორე მსოფლიო ომის დროინდელ მოსკოვშია გადაღებული, 1941 წელს, როცა ნაცისტური გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს.

ეს კი მეორე მსოფლიო ომის დროს, მისი მოქალაქეების მიერ გამოჩენილი სიმამაცისთვის გმირ ქალაქად წოდებული კიევია, ასევე ტანკსაწინააღმდეგო ხერგილებით, ქალაქი უკვე რუსული ტანკებისგან უნდა დაიცვას.

ომის მიწურულს, 1945 წლის აპრილში გადაღებულ ფოტოზე გერმანიის განადგურებული ავტომანქანებია გამოსახული ქალაქ ჰალბესთან ბრძოლის შემდეგ. ამ ბრძოლაში, საბჭოთა კავშირის მხრიდან “ბელორუსიის მეორე” და “უკრაინის პირველი ფრონტი” იბრძოდა.

ეს ქალაქი ბუჩაა, კიევის მახლობლად, ხალხი ათვალიერებს რუსეთის განადგურებულ სამხედრო მანქანებს. 1 მარტი, 2022 წელი.

 

გერმანული წარმოების V5-ის ტიპის რაკეტის მიერ დანგრეული სახლი ლონდონის აღმოსავლეთში. ფოტო გადაღებული 1945 წლის მარტში.

რუსეთის ავიაციის მიერ დაბომბვის შედეგად ნაწილობრივ დანგრეული შენობა კიევში. 18 მარტი.

 

საფეხბურთო გუნდის მოთამაშეებს ხიშტით ბრძოლაში წვრთნიან მოსკოვში. 1943 წლის ივნისი.

ოდესელი ახალგაზრდები ავტომატთან მოპყრობას სწავლობენ. 18 მარტი.

 

გერმანელი ბიჭუნა დედასთან ერთად, თავიანთ დანგრეულ სახლთან. ბერლინი, 1945 წლის იანვარი.

უკრაინიდან დევნილი ჰელენ იაკუჰეცი თავის ბიჭუნასთან ერთად რუმინეთში, სუჩეავაში, თავშესაფრად ქცეულ საცეკვაო დარბაზში. 20 მარტს გადა ღებულ ფოტოზე გამოსახული ქალის ქმარი და უფროსი ვაჟი უკრაინაში დარჩნენ.

 

მოსკოვი, 1941 წელი. მეტროს სადგური „კომსომოლსკაია“ ბომბსაფრად იყო ქცეული.

ეს ფოტოც მეტროს სადგურშია გადაღებული, იმავე მიზნით, ბომბებისგან დასაცავად ხარკოველები თავს აფარებენ მის ბეტონის კედლებს. ფოტო გადაღებულია 2022 წლის 10 მარტს.

 

ეს ფოტოები საავიაციო ბომბების გამანადგურებელ ძალას ასახავს. ამერიკელი ჯარისკაცი იაპონიაში, ოკინავას პრეფექტურაში, ქალაქ ნაჰაში ამერიკის ავიაციის მიერ ქალაქის დაბომბვის შემდეგ.

ამ ფოტოზე კი უკრაინელი ჯარისკაცი გზას იკვლევს კიევის „რეტროვილის“ სავაჭრო ცენტრის ნანგრევებში. თანამედროვე „მოლის“ შენობა რუსეთის ავიაციის მიერ ნასროლმა რაკეტამ დაანგრია.

რადიო თავისუფლება

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share