საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილის განცხადებით, ირპენში დაბომბვის დროს დაღუპული ქართველი მებრძოლის, დავით გობეჯიშვილის ცხედარს, საქართველოში სავარაუდოდ ხვალ ჩამოასვენებენ.
“დღეს საღამოს, ადგილობრივი დროით გამოფრინდება რეისი ვარშავა-თბილისი და დიდი ალბათობით, დავით გობეჯიშვილის ცხედარი საქართველოში ხვალ დილით ჩამოსვენდება. ჯერჯერობით ყველაფერი გრაფიკით მიდის და არ მგონია რაიმე შეფერხება იყოს,”- აცხადებს გიორგი ზაქარაშვილი.