”რუსეთი შიდა ქართლს (ცხინვალის რეგიონს) მიიერთებს, როგორც ყირიმს” – ამის შესახებ ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს:
,,სამხრეთ ოსეთში” ,,რეფერენდუმს” ამზადებენ. რუსეთი შიდა ქართლს (ცხინვალის რეგიონს) მიიერთებს, როგორც ყირიმს.
გამოვა ხვალ ,,ქართული ოცნება” და იტყვის, ვინც ამ ამბავზე იყვირებს, ომი უნდაო.
მეორე გზავნილი იქნება, რომ 2008 წელს საქართველომ დაიწყო ომი და ნაცების ბრალიაო ანექსია.
ტიპები ხელისუფლებაში არიან, რუსეთი საქართველოს მიწებს იერთებს და ხმას არ იღებენ.” – წერს სანაია.