მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ ევროპარლამენტარის უმწვავესი გზავნილი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ალასანია ამბობს, რომ მას ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს სხვა ევროპელ დიპლომატებთან და ყველა მათგანი შეშფოთებას გამოტქვამს.
ძალიან ადეკვატური განცხადება იყო, მის სიტყვას რა თქმა უნდა აქვს წონა. ჩამოსული იყო და მე სხვათაშორის შევხვდი. ძალიან შეურაცხყოფილი წავიდა აქედან იმიტომ, რომ არ მიეცა საშუალება შეხვედროდა, მას ჰქონდა სურვილი, რომ პირადად შეხვედროდა ჩემ შვილს. ანა ფოტიგა არ არის ერთადერთი, მაგრამ ანა ფოტიგას სიტყვა განსაკუთრებულია. დიდი როლი ითამაშა და შეუძლია ითამაშოს ამ მოვლენებში, რომელიც ეხლა ჩვენ თვალწინ ვითარდება და აფასებენ, ძალიან უნდათ, რომ ეს ადამიანი იყოს თავისუფალი”, – ამბობს გიული ალასანია.
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჯოზეფ ბორელს წერილით მიმართავს. ფოტიგა აღნიშნავს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ მოპყრობა ევროპულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება და ივანიშვილის მიერ არის წაქეზებული.