პუტინი ბრძოლის ახალ მეთოდებზე გადავიდა – ოკუპანტები უკრაინელ ბავშვებს და მშვიდობიან მოქალაქებს ერთი მეორეს მიყოლებით იტაცებენ. ირკვევა, რომ უკრაინიდან 20 ათასზე მეტი ადამიანია დეპორტირებული. პუტინმა სპეციალური საფილტრაციო ბანკებიც შექმნა, სადაც გატაცებულ მშვიდობიან მოქალაქეებს ანაწილებენ და შემდეგ ძალდატენებით რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გადაჰყავთ. ოკუპანტებიუკრაინელებს პასპორტებს და პირადობის მოწმებებს ანადგურებენ, რათა მათ სამშბლოში დაბრუნება ვეღარ შეძლონ.
ხალხი უკრაინის ცხელ ხაზზე რეკავდნენდ ა აუებნებოდნენ, რომ იძულებით ჰყავდათ გადაყვანილი. მათ ართმევენ ტელეფონებს და პასპორტებს. ვერ ახერხებენ თავი დააღწიონ რუსულ ტყვეობას, – ამბობს უკრაინის სახალხო დამხველი ლუდმილა დენისოვა.
დენისოვამ რუსეთის ომბუდსმენს მიმართა და იმ ადამიანების სიის გადაგზავნა სთხოვა, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იძულებით გადაიყვანეს.