უკრაინულმა ძალებმა კიევისა და ჩერნიგოვის რაიონებში 28 დასახლება გაათავისუფლეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
“პოლესიეს მიმართულებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს კონტროლის დამყარება დემიდოვის, დიმერის, ლიტვინოვკას, გავრილოვკას, კოზაროვიჩის, ჟოვტნევოეს, გლებოვკას, იასნოგოროდკას, ტალაქუნის, სუხოლუჩიეს, ლიპოვკას, გავრონშჩინას, მაკოვიშკა და ნიკოლამელას დასახლებებზე – სულ 15 სოფელი და დასახლება”
გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ უკრაინელ სამხედროებს წარმატებები აქვთ სევერსკის მიმართულებით.
“გათავისუფლებული დასახლებების სიაში შედის: რუდნია, შევჩენკოვო, ბობრიკი, სტარაია ბასანი, ნოვაია ბასანი, მაკეევკა, პოგრები, ბაჟანოვკა, ვლადიმეროვკა, შნიაკოვკა, სალნოიე, სოფიევკა და გავრილოვკა – სულ 13 სოფელი და დასახლება”
“საერთო ჯამში – 28 [დასახლება] – რეკორდული შედეგი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ”, – ნათქვქამია განშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.