აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ გაასაჯაროვა იმ ჩინური და რუსული კომპანიების სია, რომელთაც სანქციები დაუწესა.
შეზღუდვების ქვეშ სულ 103 კომპანია მოექცა. სამინისტროს ინფორმაციით, ეს კომპანიები თანამშრომლობდნენ სამხედრო ძალებთან და ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ.
სანქციების თანახმად, ამ კომპანიებს ეკრძალებათ სხვადასხვა საქონლისა და ტექნოლოგიების შესყიდვა აშშ-ში.
შეზღუდვების ქვეშაა 58 ჩინური და 45 რუსული კომპანია. სიაში მოხვდა ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, შიდა საგამოძიებო სამსახური და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია