იშვიათად ვყოფილვარ ასე, როცა არ ვიცი რა ვთქვა, რა ვქნა, რით ვუშველო სხვას ან საკუთარ თავს. ძალიან ძნელი აღმოჩნდა როცა ემოცია, პროტესტი, უსამართლობის, უსუსურობის განცდა სჯობნის ყველაფერს.
მზიანი დილა, დაგვიანებული გაზაფხული, საყვარელი საქმე, ბევრი საინტერესო და საჭირო საკეთებელი, უახლოესი ადამიანები რომელთაც სჭირდება ჩემი კარგად ყოფნა.. არაფერი არ მშველის, ვერაფერი მეხმარება..
რომ ვსადილობ ან თბილ საწოლში მძინავს იმისაც მეუხერხულება, მეხამუშება.
მექანიკურად ვასრულებ მოვალეობებს და ველოდები.
ღმერთო ძალა მოგვეცი, ადამიანად რომ დავრჩეთ საიმისოდ საჭირო ძალა.
ფოტო #ზაქარიაჭელიძე