რა ხდება ოზურგეთის მერიაში – რეორგანიზაცია თუ დევნა პოლიტიკური ნიშნით

უკვე ერთი კვირაა რაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 35 თანამშრომელმა, ვიცე მერის, გიორგი ღურჯუმელიძის ხელმოწერით, ელექტრონული შეტყობინებები მიიღეს, დაკავებული თანამდებობებიდან განთავისუფლების შესახებ.

მერია ამ ინფორმაციას უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციით ხსნის, თუმცა საზოგადოების ნაწილში არსებობს საფუძვლიანი ეჭვები, რომ მერიაში მიმდინარე მასიური დათხოვნები არა რეორგანიზაცია, არამედ თანამდებობებიდან განსხვავებული პოზიციისა და შეხედულებების მქონე ადამიანების დათხოვნაა.

ხმები იმის შეახებ, რომ მერიაში მასიური წმენდა დაიწყებოდა, მას შემდეგ ვრცელდებოდა, რაც ბოლო ადგილობრივ არჩევნებში, გასულ წელს, ხელისუფლებაში ორთოდოქსი “ქოცები” დაბრუნდნენ.

მიუხედავად წინა, დამოუკიდებელი სტატუსის მქონე მერის, კონსტანტინე შარაშენიძის მმართველი პარტიისადმი სიმპათიებისა და მხარდაჭერისა, მის დროს, ამ მიმართებით ლოიალური დამოკიდებულება იყო, რის გამოც ის მუდმივად იმყოფებოდა ორთოდოქსი “ქოცების” მხრიდან ზეწოლის პირობებში.

თუმცა, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ძმები თალაკვაძეების მიერ ადგილობრივი სელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ პროცესები ოზურგეთში მკაცრ პარტიულ კონტროლს და დისციპლინას დაექვემდებარა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მართვაც, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მსგავსად მესიჯ ბოქსებით დაიწყო-ანუ ყველაფერი ისე იქნება და ისე “ითქმება” როგორც ამას “პარტიული (დახურული) ჩატი იტყვის”.

ამ “პარტიული (დახურული) ჩატის” უკან კი ძმები თალაკვაძეები დგას.

ადგილზე ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ “ჩატში” წყდება იმ ადამიანთა ბედი, ვინც უნდა წავიდეს, ვინც უნდა მოვიდეს და ვინც უკვე წავიდა ან მოვიდა.

ჩვენთვის ცნობილი გახდა იმ 35 ადამიანის ვინაობა რომლებმაც შეტყობინებები ვიცე მერიდან, ფაქტიურად თანამდებობებიდან დათხოვნის შესახებ უკვე მიიღეს.

  1. გიორგი ინწკირველი – ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.
  2. დარეჯან გოგოტიშვილი – ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.
  3. ხათუნა თაყაიშვილი – ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.
  4. მაია ინარიძე – ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილების უფროსი.
  5. თამარ რუსიეშვილი – ადმინისტრაციული სამსახურის უმცროსი სპეციალისტი
  6. მარიკა თავართქილაძე – ადმინისტრაციული სამსახურის განყოფილების უფროსი
  7. მიხეილ შილაკაძე – იურიდიული სამსახურის უფროსი
  8. კუკური ბარამიძე – იურიდიული სამსახურის სპეციალისტი
  9. კლიმენტი ცერცვაძე – იურიდიული სამსახურის უფროსი სპეციალისტი
  10. ქეთო დემანია იურიდიული სამსახურის რიის უფროსი.
  11. თეა კვირკველია – საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი სპეციალისტი .
  12. ირინა ინარიძე – ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი.
  13. აკაკი ღლონტი – ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი.
  14. ირინა კოპალეიშვილი – განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების უფროსი სპეცილისტი.
  15. სულიკო ნიკოლაიშვილი – განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხები მომსახურების განყოფილების უფროსი სპეციალისტი.
  16. მარიამ პაპაშვილი – განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ჯანდაცვისა და სოციალური, უმცროსი.
  17. თეიმურაზ მოქია- განათლების კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა და ჯანდაცებსა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსი. 18. ნონა ბერაძე – განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების  სამსახურის ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განყოფილების უმცროსი სპეციალისტი.
  18. 19. თამარ აროშიძე – განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის, უფროსი.
  19. 20. ნათია ბარბაქაძე – არქტიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სტრეისების განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი.
  20. პაატა ვაშალომიძე – არქტიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი.

22 ნარი, მუჯირი – არქტიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების უფროსი სპეციალისტი.

  1. მიხეილ შალამბერიძე-არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების და კეთილმოწყობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი.
  2. გოჩა ჯინჭარაძე – არქტიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახურის კომუნალური სერვისების განვითარების და კეთილმოწყობის განყოფილების უმცროსი სპეციალისტი.
  3. ხათუნა სიხარულიძე – შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის შიდა აუდიტის განყოფილების უფროსი სპეციალისტი.
  4. თამარ კიღურაძე – შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის და ანალიტიკური განყოფილების უფროსი სპეციალისტი.
  5. გენადი კიშინსკი -ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.

 

  1. ავთანდილ ჩხაიძე- ზედამხედველობის სამსახურის არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი .
  2. ნინო კვაჭანტირაძე -ზედამხედველობის სამსახურის არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობაზე უფროსი სპეციალისტი .
  3. 30. გურამ შარაშენიძე- ზედამხედველობის სამსასურის არქიტექტურული სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
  4. კახაბერ იმნაძე – ზედამხედველობის სამსახურის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უმცროსი სპეციალისტი .

32 დავით სალუქვაძე -ზედამხედველობის სამსახურის არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების უმცროსი სპეციალისტი.

  1. კონსტანტინე ქათამაძე- ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა განყოფილების უფროსი სპეციალისტი.
  2.  ნინო კვაჭანტირაძე – სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილების უფროსი სპეციალისტი.

35. ეკატერინე მუჯირი- სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილების უმცროსი სპეციალისტი.

“გურიის მოამბე” ცდილობდა ამ ადამიანებს დაკავშირებოდა, რათა გაგვეგო მათი პოზიცია მერიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

აქედან მცირე ჯგუფი არ ერიდება და თავის პოზიციაზე სოციალურ ქსელებში აქტიურად ავრცელებს.

მაგალითად ბატონი კუკა ბარამიძე, რომელიც წერს:

გიორგი ღურჯუმელიძე არასწორი ხალხი ხართ  შენც ხომ კარგად იცი, როგორ და რა მიზნით ახორციელებთ ამ “რეორგანიზაციას”, რაც უნდა გაიკვირვო და შეფუთო სატელევიზიო კომენტარებში, მაინც უკიდურესად ცხადია ოქეი, იყოს ჯერჯერობით ეგრე კუკა ვიცი, როგორ ეფექტურად დაადუღებ ამ უსამართლობასაც

წარმატებებს ვუსურვებ მერიის ყველა თანამშრომელს, რომელსაც არასწორად ათავისუფლებენ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეფორმა (რეფორმა ) რომ მიმდინარეობს, მაგ რეფორმის ფარგლებში რომ რეორგანიზაციაა (რეორგანიზაცია ), სწორედ მაგ რეორგანიზაციაზე, გასულ კვირაში, გამოვითხოვე საჯარო ინფორმაცია (აქტები ოქმები და ა.შ.).
საქართველოს კანონის სზაკ 40-ე მიხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, ,,საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა”;
,, თუ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭიროა 10 დღიანი ვადა, საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოთხოვნისთანავე აცნობოს ამის შესახებ განმცხადებელს”.
ამ დრომდე, კანონის არცერთი ეს მოთხოვნა არ შესრულებულა.
ჰოდა, რატომ ვწერ ამას?
პარადოქსია მაგრამ რეორგანიზაციამდე მოხელეების მიმართ დისციპლინური წარმოების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, სწორედ ვადაგადაცილებით შესრულებული წერილები გახდა” წერს ბარამიძე.
ბევრმა მომხდარი უკანონობად ჩათვალადა სასამართლოს გზით აპირებს სიმართლის გარკვევას.
ბევრიც იმედოვნებს, რომ “მსახვრალი ორთოდფოქსალური ხელი” მას არ შეეხება და ოლიმპიური სიმშვიდით, ლოდინის რეჟიმში გადავიდა.
უმრავლესობა არ მალავს, რომ მათი დევნა ბოლო ადგილობრივ არჩევნებში თალაკვაძის კანდიდატურის მხარდაჭერაზე უარის თქმის გამო ხდება და ამიტომ იდევნებიან, პირდაპირ რომ ვთქვათ მათ მაშინდელი მოქმედი მერის, მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კოტე შარაშენიძისდ მხარდაჭერის გამო სჯიან, თუმცა ისინი ოფიციალური განცხადებებისაგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share