პეტრე ნადეჟდინის აზრით იბერები ანუ იგივე ქართველები არიან ის ებრაელები, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე VIII საუკუნეში ბაბილონის მეფემ სალმანსარმა გადმოასახლა მდინარე იორდანეს ნაპირებიდან.
.
იგი საუბრობს სამეგრელოს, იმერეთის და გურიის ებრაულ კოლონიების შესახებ (რომლებიც რეალურად არსებობდა), მისი აზრით კოლონისტები პალესტინიდან ჩამოსახლებული სამარიტელები არიან – „სამეგრელოში კოლონია დაარსეს სამარიტელებმა და სირიელებმა, ეს ის ხალხია რომლებიც აბიდენის განმარტებით გადასახლდნენ ბერძნების ოკენის ანუ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე.“ ჩემი აზრით მთლიანობაში ნადეჟდინის მოსაზრებები ალბად ნაკლებად სარწმუნოა თუმცა ვფიქრობ, რომ მისი ფრაგმენტები წასაკითხად საინტერესო გახლავთ.
.
პეტრე ნადეჟდინი – „ბერძნები საქართველოს იბერი-ს ეძახიან, რაც ებრაულად გადასულს ნიშნავს, ცნობილია, რომ ასირიის და ბაბილონის მეფეებმა კავკასიაში პალესტინიდან კოლონიები გადმოასახლეს. მუსულმანები ებრაელების მდინარე იორდანეს ეძახიან – „გურ“-ს (გუ-რა, კურა), იბერებს ანუ გადმოსახლებულ ებრაელებს – გურჯებს, ხოლო ქვეყანას გურჯისტანს. ქრისტეს დაბადებამდე VIII საუკუნეში სალმანსარის მიერ კავკასიაში გადმოსახლებული სამარიტელების ქვეყნის საერთო სახელი კი გახლდათ ი-ბრი-მ, იბერი, ივერი, რომელიც მათივე ენაზე ნიშნავდა „მეორე მხარიდან მოსულს“ ე.ი. უდაბნოს მეორე მხარიდან პალესტინაში მოსულს.
.
ძველი იბერების დასახელება დღევანდელ ქართველებში შემონახულია იმერეთში (იმერი, მეორე მხარე – იბერეთი), სწორედ ისინი იყვნენ ებრალები, რომლებიც ჩამოასახლეს გურ-ის (იორდანეს) ნაპირებიდან, ანუ ეს იყო ხალხი, რომლებიც მუსულმანებისათვის ცნიბილი იყო სახელით გურჯი. ერთი სიტყვით ეს იბერები უნდა ყოფილიყვნენ ის ხალხი, რომლებსაც დღეს ქართველები ეძახიან ურია-ს. გურია (ურია) წარმოადგენს შემდგომ გადმოცემას ხალხზე დასახლებით – გურჯი, რომელიც აქ ჩამოსახლდა მდინარე გურ-ის (იორდანეს) ნაპირებიდან.“
.
ნადეჟდინი ასევე ებრაულ ენაზე განმარტავს ოზურგეთის დასახელების წარმომავლობას და მიიჩნევს რომ იგი ნიშნავს ქალების ანუ ქალწულთა ქვეყანას – „ჰეროდოტეს დროს აქ ასევე ცხოვრობდნენ კოლხები, მაგრამ უკვე ძლიერდებოდა ებრაელთა კოლონიები, რის გამოც ქვეყანამ მიიღო სახელი ქუთა-ისი და ოზურგ-ეტი ანუ ქალების ან ქალწულთა ქვეყანა.“
.
მომზადებულია შემდეგი წყაროს მიხედვით – Петр Петрович Надеждин – Кавказский край. Природа и люди (1895 г.)
.
ფოტოზე – თავადის ქალი გურიელი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა.