ოქრო 40%-ით გაძვირდა. მოვაჭრეების თქმით, ძვირფას ლითონზე ფასის ზრდა საერთაშორისო ბაზარზე არსებულმა ვითარებამ განაპირობა.
საბაზრო ღირებულებამ კატასტროფულად მოიმატა. 190 ლარიდან ზემოთაა ბაჯაღლოს ღირებულება და ყველა სხვა სინჯიც გაძვირებულია. შესაბამისად, მომხმარებელს უჭირს მისი შეძენა, – ამბობენ ოქროს ბირჟაზე.
ამასთან, ძვირფასი ლითონებით მოვაჭრეები ამბობენ, რომ პანდემიამდე 1 გრამი ოქროს ღირებულება 145 ლარამდე იყო.