“ყველანი წავალთ – მეც, ბიძინაც და სულ ყველა, მაგრამ ქუდი არ უნდა დაგრჩეს ჭუჭყიანი” – ბუბა კიკაბიძე

ცნობილი ხელოვანი, მომღერალი, მსახიობი, დეპუტატი ბუბა კიკაბიძე ჟურნალისტთან საუბარში ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით საქმე ცუდად რომ დასრულდეს, ეს ფაქტი ისტორიაში დარჩება მის შთამომავლობას:

,,უნდა გაუშვან დროზე, თორემ მერე გვიან იქნება და არ დამთავრდება კარგად. ხალხი ითხოვს რომ გაუშვან, ესენი თავს იკლავენ, რომ არაო. ერთ კაცზეა დამოკიდებული: იტყვის გაუშვით – გაუშვებენ, არ იტყვის – არ გაუშვებენ.

ბიძინა ივანიშვილის ვეტყოდი, რომ მაგის შვილიშვილებს დარჩებათ ისტორიაში ცუდი ამბავი რომ მოხდეს, მაგაზე უნდა იფიქროს, თორემ ჩვენ ყველანი წავალთ – მეც, ბიძინაც და სულ ყველა, მაგრამ ქუდი არ უნდა დაგრჩეს ჭუჭყიანი. იმიტომ, რომ შენ მონაგარს მოეკითხება.

მიშა ძალიან მიყვარს, ცოტა ხანი გაუძლოს და ყველაფერი კარგად იქნება“,

– განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share