მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე “ნაციონალური მოძრაობა” როგორც საქართველოში, ისე მეთელ ევროპაში მუშაობს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს. მელიას თქმით, საერთაშორისო მეგობრების ძალისხმევა შედეგს გამოიღებს მესამე პრეზიდენტი საზღვარგარეთ იქნება გადაყვანილი.
“ნაციონალური მოძრაობა” არის ყველგან, ევროპის ყველა დედაქალაქში, “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს კომუნიკაცია ევროპის ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსებთან, ბიუროკრატებთან, ორგანიზაციებთან, რომელთა გადაწყვეტილებას ჰქონდა უდიდესი მნიშვნელობა წარსულში, აქვს აწმყოში და ექნება მომავალში. ის წნეხი, რომელიც იზრდება ჩვენი საერთაშორისო მეგობრების ძალისხმევით აუცილებლად შედეგს გამოიღებს და სააკაშვილი იქნება ქვეყნის გარეთ გადაყვანილი”, – თქვა ნიკა მელიამ