”ის ძალისხმევა, ის ფინანსები, ის გავლენები, ის პოლიტიკური ფიგურები რომ შეერთებულიყვნენ ყველა და ვინც იარაღით ძეძგავს უკრაინას და ეუბნება, ბოლომდე იომეთ, იომეთ, იომეთ და დაასუსტეთ რუსეთიო, რომ გაერთიანებულიყვნენ და პუტინისთვის რომ ეთქვათ – კი მარა, გავაჩეროთ ეს ომი, მოდი, მორჩეს ამ უკრაინელი ხალხის ხოცვა-ჟლეტვა, ნგრევა. ყველა ერთად რომ გაერთიანებულიყო, იაპონიიდან დაწყებული, აშშ-თი დამთავრებული, ევროკავშირი და სხვადასხვა ქვეყნები, ვინც ამაში მონაწილეობს დღეს ასე აგრესიულად და ეთქვათ, კაი მოდი, დავჯდეთ, დავილაპარაკოთ, ჯერ ომი გავაჩეროთ და მერე გავარკვიოთ ერთმანეთში – რა არის ამისთანა.
თუ მეორე მსოფლიო ომის მერე დღემდე შესაძლებელი იყო, იმ ფონზე, რომ გაუთავებელი ომები მიდიოდა, სირიაში მილიონი ადამიანი მოკვდა, სირიაში 100 000-ობით ბავშვი და ქალი, მაგრამ ასეთი ისტერია ამას ხომ არ მოჰყოლია? ადამიანი ადამიანია, რა მნიშვნელობა აქვს, რომელი ეროვნებისაა?
ე.ი თუ შესაძლებელი იყო, რომ ერაყში, სირიაში, ავღანეთში ომი გაჩერებულიყო, ხომ შეიძლება, რომ უკრაინაშიც გაჩერებულიყო? მოდი, გავაჩეროთ ეს ომი და მერე ყველაფერი დანარჩენი მოხდეს. არა, ომი, ომი, ომი, ომი და ომი, სხვა არც სიტყვა, არც მოწოდება და არც არგუმენტი თანამედროვე მსოფლიოს არ აღმოაჩნდა, ამიტომაც დაინგრა და დაენგრათ თავზე ე.წ მსოფლიო წესრიგი.”