სამოქალაქო აქტივისტი კახა მიქაია ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება, სადაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ უკრაინა 90-იან წლებს უბრუნდება:
”– კი, ირაკლი, ბიძიკო!
90-ანებში, უკრაინა კი არა, მთელი დასავლეთი „ბრუნდება,” მგონია…
ხოო და, შესაძლოა, მამაშენის კუმირს, ედუარდ შევარდნაძესაც წყალში ჩაეყაროს „ნამოღვაწარი”, როგორც, თქვენთან, ოფისში ამბობენ, რუსეთისგან „შეშინებული” დასავლეთი, თავის დასაცავად ახალი ბერლინის კედლის აგებას აპირებსო…
ასე რომ, მხოლოდ შენ და ქართული საპუტინეთი გადაახტებით ბერლინის ახალ კედელს და გააგრძელებთ ქროლვას, ,,ნათელი მომავლისკენ”… თან ,,100%-ანი ეკონომიკური ზრდით”…
ოღონდ, ბატონო ირაკლი, ამ „ქროლვაში” რამეს ქოჩრით არ გამოედოთ, ძალიან გთხოვთ, „ვერ გადავიტან” …
P.S. მართლა, რა გჭირთ, ტო?!
თქვენი მომხრე-გამპრავებლები მაინც დაინდეთ,” _ მიმართავს მიქაია კობახიძეს