ქარელის მუნიციპალიტეტის მერია დიზელის საწვავს რუსული კომპანიისგან ყიდულობს. უწყებამ ხელშეკრულება “სან პეტროლიუმ ჯორჯიას” გაუფორმა. აღნიშნული კომპანიის მფლობელი რუსული სახელმწიფო კომპანია “როსნეფტია“ – ამის შესახებ ინფორმაცია პირველად mozaikanews.-მა გაასაჯაროვა.
ქარელის მერიამ სან პეტრილიუმ ჯორჯიასთან 41 088-ლარიანი ხელშეკრულება კონსოლიდირებული შესყიდვის (CON210000492) ფარგლებში გააფორმა.
“შესყიდვის ობიექტია- არაუმეტეს 10 PPM „ევროდიზელის“ მარკის საწვავის გატანა ავტოგასამართი სადგურიდან. საორიენტაციო რაოდენობაა 9 600 ლიტრი”, – ვკითხულობთ ხელშეკრულებაში, რომელსაც ხელს აწერს ქარელის მერი, ზაზა გულიაშვილი და სან პეტროლიუმ ჯორჯიას წარმომადგენელი, თეონა ონიკაძე.
აღსანიშნავია, რომ 2010 წლის მარტიდან საქართველოში შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას” წარმოადგენს “გალფი”.