თსუ-სთან არსებული ეკონომიკის საერთაშორისო სკოლისა და ანალიტიკური ცენტრის ISET-მა, ტრადიციული საახალწლო სუფრის ინდექსი განაახლა.
ინდექსი ითვლის, რა უჯდება სტანდარტული საახალწლო სუფრა 5-6 სულიან ოჯახს. ინდექსი ითვლის ისეთი ტრადიციული საახალწლო სუფრის კერძების ღირებულებას, როგორიცაა ხაჭაპური, მწვადი, საცივი, შემწვარი კალმახი, შემწვარი ქათამი, სალათი ოლივიე, კიტრი-პომიდვრის სალათი, ფხალი, გოზინაყი, ხილი.
უწყების მონაცემებით, ამგვარი სუფრის ღირებულება წინა წელთან შედარებით 4.2%-ით არის გაზრდილი და საშუალოდ 168 ლარს შეადგენს. საქართველოს სხვადასხვა რეგიონების მიხედვით, საახალწლო სუფრის ღირებულება შემდეგნაირად გამოიყურება:
- აჭარა – 168.6 ლარი;
- გურია – 164.2 ლარი;
- იმერეთი – 170 ლარი;
- კახეთი – 166.5 ლარი;
- ქვემო ქართლი – 175.2 ლარი;
- მცხეთა-მთიანეთი – 170.8 ლარი;
- რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი – 179.2 ლარი;
- სამცხე-ჯავახეთი – 170 ლარი;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 154.2 ლარი;
- შიდა ქართლი – 162 ლარი