ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ცხადდება სტარტაპ გრანტების კონკურსი

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – “უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის – SECTORs ფარგლებში, ცხადდება სტარტაპ გრანტების კონკურსი გურიის, აჭარის და სამეგრელოს რეგიონებში. პროექტს ახორციელებს “ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი” (ყოფილი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი) საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ასოციაცია “ათინათთან” პარტნიორობით.

პროექტის შესახებ:

პროექტი – “უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის – SECTORs” – დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი (ყოფილი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი) საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ასოციაცია “ათინათთან” პარტნიორობით.

პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას სექტორული პარტნიორობის წახალისების, სამეწარმეო განათლების შეთავაზებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის გზით, რათა წვლილი შევიტანოთ პროექტის სამიზნე რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაში. სამიზნე რეგიონებია გურია, აჭარა, სამეგრელო.

 საგრანტო პროგრამის მიზანი:

სამიზნე ჯგუფის წევრთა ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდა და დასაქმების ხელშეწყობა.

 სამიზნე მუნიციპალიტეტები:

 ოზურგეთი, ჩოხატაური, ლანჩხუთი.

 საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება:

– საშუალო განათლების მქონე 35 წლამდე ახალგაზრდები – რომლებმაც ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ვერ შეძლეს უმაღლესი ან პროფესიული განათლების მიღება და მიეკუთვნებიან რომელიმე მოწყვლად კატეგორიას (სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფნი ან დაბალშემოსავლიანი ოჯახები, ყოფილი მიგრანტი, ყოფილი პატიმარი ან პრობაციონერი და ა.შ.)

– განათლების მიღმა მყოფი 35 წლამდე ახალგაზრდები – არასრული საშუალო განათლების მქონენი ან რომლებმაც მიატოვეს სკოლა საბაზო საფეხურზე;

– უმაღლესი განათლების მქონე 35 წლამდე სამუშაოს მაძიებელი ახალგაზრდები- დაბალშემოსავლიანი ოჯახის წევრი;

– ქალები – ეკონომიკური და სოციალური სირთულეების წინაშე მდგომნი (ასაკი შეუზღუდავია);

– შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე პირები;

– იძულებით გადაადგილებული პირები;

– ადამიანები, რომლებმაც სამსახური და შემოსავალი დაკარგეს კოვიდ 19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგად.

 კონკურსში მონაწილეობა ეზღუდება:

– პრობლემური საკრედიტო ისტორიის მქონე პირებს;

– ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტების ფარგლებში დაფინანსების მიმღებ პირებს;

– რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებს;

– პირებს, რომელთა მიერ შემოთავაზებული ობიექტი (მიწა, შენობა-ნაგებობა და სხვ.) სადაც დაგეგმილია პროექტის განხორციელება, დატვირთულია იპოთეკით ან/და ადევს ყადაღა.

– პირებს, რომელთა მიერ შემოთავაზებული ობიექტი (მიწა, შენობა-ნაგებობა და სხვ.) რომელზეც უნდა განხორციელდეს გრანტით გათვალისწინებული აქტივობები, არ არის მის საკუთრებაში (კონკურსის ფარგლებში განიხილება მხოლოდ ის ობიექტი, რომელზეც რეგისტრირებულია გრძელვადიანი იჯარა).

საგრანტო დაფინანსების პრინციპი:

– საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსების მინიმალური ოდენობა შეადგენს 500 ევროს, ხოლო მაქსიმალური 5000 ევროს.

– საგრანტო დაფინანსება ხორციელდება თანამონაწილეობის პრინციპით და განმცხადებლის წილი უნდა შეადგენდეს განაცხადის საერთო ბიუჯეტის მინიმუმ 10%-ს.

– საგრანტო კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ, შემდეგ მისამართზე: https://bit.ly/3304jpL

– საპროექტო იდეის წარდგენა შესაძლებელია ორი ფორმით: ელექტრონული და მატერიალური (ნაბეჭდი) ფორმით.

 

ელექტრონულად განაცხადის წარდგენა შესაძლებელია:

გურია:

ici.info.02@gmail.com

საკონტაქტო პირი: იოსებ წიკლაური, 555 23 33 22

ელფოსტაზე განაცხადის წარდგენისას აუცილებელია განმცხადებელმა თემის ველში მიეთითოს სტარტაპ 2022. განაცხადის ამ ფორმით წარდგენის შემთხვევაში, განმცხადებელი მიიღებს განაცხადის მიღების დასტურს. ელფოსტის მეშვეობით განაცხადის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ერთი საფოსტო გზავნილით.

მატერიალური ფორმით განაცხადის წარდგენა შესაძლებელი იქნება შემდეგ მისამართზე:

გურია: ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტი, ქ.ოზურგეთი, რუსთაველის #4

საგრანტო იდეის ფორმის ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: https://bit.ly/3t8TZ9v

საპროექტო იდეის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 25 ივნისის ჩათვლით.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share