პუტინი ბელორუსს ისკანდერის რაკეტებს ჰპირდება, რათა “აგრესიულ” დასავლეთს დაუპირისპირდეს – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია Reuters ავრცელებს.
პუტინის თქმით, რაკეტებს ლუკაშენკო რამდენიმე თვეში მიიღებს.
პეტერბურგში გამართულ შეხვედრაზე ლუკაშენკომ უთხრა პუტინს, რომ ბელორუსია შეშფოთებულია მისი მეზობლების ლიეტუვისა და პოლონეთის “აგრესიული”, “კონფრონტაციული” და “საწინააღმდეგო” პოლიტიკით. ლუკაშენკომ პუტინს სთხოვა დახმარება, რათა პროპორციული პასუხი გასცეს “აგრესიას”.
„მინსკი მზად უნდა იყოს ყველაფრისთვის, თუნდაც სერიოზული იარაღის გამოყენებისთვის ჩვენი სამშობლოს დასაცავად ბრესტიდან ვლადივოსტოკამდე“, – თქვა მან.
ალექსანდრ ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ლიეტუვის გადაწყვეტილება, მოახდინოს კალინინგრადის ოლქის ბლოკირება, ომის გამოცხადების ტოლფასია.
„რაც შეეხება ლიეტუვას. ბოლო დროს იზრდება ინფორმაციის ნაკადი მათი გეგმის შესახებ, შეაჩერონ ტრანზიტი რუსეთიდან ბელარუსის გავლით კალინინგრადისკენ, კალინინგრადის იზოლირებისთვის. ეს უკვე რაღაც ომის გამოცხადებას ჰგავს, ეს მიუღებელია“,- თქვა ლუკაშენკომ.