ხმაური და დაპირისპირება ფოთის საკრებულოს სხდომაზე – მიზეზი ოპოზიციონერი დეპუტატების ჩაცმულობა გახდა. ენმ-ს დეპუტატები სხდომაზე დღეს მაისურებით გამოცხადდნენ, რომლებსაც სიტყვა “დეოლიგარქიზაცია” ეწერა.
ამ ქმედებამ მმართველი პარტიის წარმომადგენლები გააღიზიანა და პასუხად ოპონენტებს წარსული შეახსენეს და წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების ფოტოები გამოფინეს.