არაფორმალური კრიმინალური მმართველობა ქართულ ციხეებში – CPT-ის სკანდალური ანგარიშის განხილვა

არაფორმალური კრიმინალური მმართველობა ქართულ ციხეებში, ე.წ. ქურდული სუბკულტურა, პრივილეგირებული პატიმრები”ობშიაკები” და გამოუძიებელი საქმეები – წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი [CPT]  სკანდალურ ანგარიშს აქვეყნებს.

კომიტეტმა მონიტორინგი 2012 წლის შემდეგ პირველად განახორციელა საქართველოს ციხეებში. ანგარიში ემთხვევა 2020 წლის სახალხო დამცველის დასკვნას, რის გამოც ნინო ლომჯარია ხელისუფლების მხრიდან თავდასხმის სამიზნე გახდა.

ანგარიშის განხილვა ამჟამად მიმდინარეობს და მას ესწრებიან იუსტიციის მინისტრის მოადგილე, პარლამენტს თავმჯდომარე, არასამთავრობოები და ყოფილი სახალხო დამცველი.

ცნობისთვის, ანგარიში 16 ივნისს გამოქვეყნდა. მაშინ, დოკუმენტთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის შეფასებით, პენიტენციურის თანამშრომლებსა და პატიმრებს შორის დადებითი და მშვიდი ურთიერთობაა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share