“პეტროკას ენერჯი” შესაძლო პირველი დასანქცირებული ქართული კომპანია აღმოჩნდეს. ოფიციალური მოთხოვნა უკვე გაგზავნილია. უკრაინის ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებისგან დეტალების გარკვევას ითხოვს.
“პეტროკას ენერჯი”, რომლის თანმფლობელი ცნობილი ბიზნესმენი დავით იაკობაშვილია, საერთაშორისო სკანდალში მას შემდე გაეხვა, რაც საქართველოში დასანქცირებული რუსული კომპანიის “როსნეფტის” ტვირთი შემოიტანა.
ოპოზიციამ გაშიფრა სქემა, რომლითაც დასტურდება, რომ დიდი კორუფციულ გარიებაში სუსის უფროსი ლილუაშვილი, მისი ახლო მეგობარი ვლადიმერ ხუნდაძე და ოლიგარქის კარის ბინესმენი ვანო ჩხარტიშვილი არიან ჩართული. სწორედ ამ გავლენიანი ფიგურების დახმარებით როსნეფტმა სანქციების გვერდის ავლით ტონობით დიზელი საქართველოში გაყიდა.
მთავარი არხი