ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი კახა ასკურავა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს:
”მ.სააკაშვილის ერთი დიაგნოზიც კი, კუნთების ატროფია(განლევა)საკმარისი მიზეზია, დაუყოვნებლივ მოხდეს მისთვის სასჯელის გადავადება და დაავადების სირთულიდან გამომდინარე და ამ ურთულესი დიაგნოზის გათვალისწინებით, პაციენტს მიეცეს საშუალება, თავად შეარჩიოს (რა თქმა უნდა სპეციალისტების ჩართულობით)ქვეყნა, სადაც ყველაზე უკეთ მოხდება ამ დაავადების ჯერ შეჩერება და მერე რეაბილიტაცია.
წინააღმდეგ შემთხვევაში,საქართველოს მე-3 პრეზიდენტს სრული ინვალიდიზაცია ემუქრება. საუკეთესო შემთხვევაში და უარეს შემთხვევაში,შესაძლოა ლეტალურადაც დასრულდეს ეს ყველაფერი!
p.s უამრავი F.B ექიმი მეგობარი მყავს და დაწერეთ თუ რამეს ვატრაგედიებ” – წერს ასკურავა.