მოიხსნება თუ არა 16 იანვარს შეზღუდვები გეგმის მიხედვით, საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მომდევნო კვირაში რამდენი სხდომა ჩატარდება, სადაც ამ საკითხს განიხილავენ, იმსჯელებენ და გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ მიიღებენ. ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარება გაუმჯობესდა, თუმცა დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.
ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივეცემით თვიდამშვიდებას, თითქოს ქვეყანაში ვითარება კარგია და შეგვიძლია, დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. არა – ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სერიოზული რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ის სერიოზულად გაუმჯობესდა, მაინც მოითხოვს ღრმა ანალიზს და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას, ნუ ავჩქარდებით“ – ამბობს გამყრელიძე.
მისივე თქმით, მესამე ტალღასთან დაკავშირებული მოლოდინები სრულიად საფუძვლიანია.
ძალიან მშვიდად არ უნდა ვიყოთ,იმიტომ რომ ჯერჯერობით პანდემია ვითარდება და ფართოვდება. ამიტომ, ის, რომ მესამე ტალღას პროგნოზირებენ, არ არის საფუძველს მოკლებული, რადგან წინ არის თებერვალი, მარტი, აპრილი” – ამბობს გამყრელიძე.
შეგახსენებთ, შეზღუდვები 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებს. გეგმის მიხედვით, 16 იანვრიდან ნაწილი მათგანი უნდა მოიხსნას. უფრო კონკრეტულად კი აღდგეს მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, ასევე სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).
შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას.