“ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ლიდერი, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი დავით მჟავანაძე სოცილური ქსელით ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას აფასებს და წერს:
“ოლიგარქს უყვარს “ტრიუკები” ის ახლა ახალი “ტრიუკისთვის” ემზადება და თან ძალიან კარგად აცნობიერებს, რომ ეს შეიძლება მისთვის ბოლო გაფართხალება იყოს, სწორედ ამიტომ დაიტოვა თავისი ქონებიდან მხოლოდ ვერტმფრენის ასაფრენი. თუ გეგმას სისრულეში ვერ მოიყვანს და მოუწევს ხელისუფლების ქართველი ხალხისთვის დაბრუნება გაიქცევა და თან გაიყოლებს თავისსავე ნაძარცვს.
ვფიქრობ ახლა საჭიროა ძალების გაერთიანება და კონსტიტუციით მონიჭებული ყველა უფლების გამოყენება იმისათვის, რომ ოლიგარქი მივაცილოთ მისივე კუთვნილ ვერტმფრენის ასაფრენამდე.