„უჰ, ისეთი ამბავია რუსეთში , ვინ სად დაიმალოს არ იციან“ – ჩარკვიანი

დამოუკიდებელი დეპუტატი, პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი პუტინის მიერ ნაწილობრივი მოილიზაციის გამოცხადებას ეხმიანება.

„დიახ , უჰ, ისეთი ამბავია რუსეთში , ვინ სად დაიმალოს არ იციან, გარბიან , თავს იზიანებენ. , ზოგი საკუთარ თავს თავად იზიანებს იარაღით, გარბიან საკუთარი ქვეყნიდან, ამ -მსოფლიოში აღიარებულ ტერორისტს გაურბიან, აღარ უნდათ ომში ( აი ჩვენი პოლიტიკანი ბურჯანაძე და გამყიდველნი ძმანნი მისნი “პრიმაკოვის ფონდი ” და “ალტინფოელები” , რომ დიდ პოლიტიკოსს უწოდებენ იმ მსოფლიოში ტერორისტად აღიარებული”პოლიტიკოსისგან” გარბიან) , უკრაინასთან და საერთოდ მთელს დემოკრატიულ სამყაროსთან წაგებულ ომში მობილიზაციას და უეჭველ – გარანტირებულ სიკვდილს სთავაზობს პუტინი რუსეთში ხალხს!!!!! ფსკერზეა და დარჩენილების ჩათრევას ცდილობს! იქნებ ახლა მაინც გააპროტესტონ 142 მილიონი ცხოვრობს და იქნებ 60 მაინც გამოვიდეს გარეთ, სხვისი შვილების ხოცვა-ჟლეტვის და გაუპატიურების გამო რომ არ გამოდიან ვხედავთ დ იქნებ საკუთარი შვილების დაცვის გამო გამოვიდნენ მილიონები რუსეთში, თავზე რომ ჩამოალეწა და გაუძარცვა ქვეყანა პუტინმა თავისი ბანდით და ახლა კიდევ ომში გაწვევას და სიკვდილს რომ სთავაზობს მოკლედ ასეა” თავისუფლება ლომთა ხვედრია” ძლიერების- მებრძოლების, ვაჟკაცების გვამებზე გადამბიჯებლების და სამშობლოზე ომის გადამბრალებლების არა” – წერს ჩარკვიანი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share