რუსეთის პატრიარქი კირილი ამბობს, რომ “სამხედრო მოვალეობის შესრულებისას” სიკვდილი ადამიანს “ყველა ცოდვას ჩამორეცხავს”. ამის შესახებ მან საკვირაო ქადაგებაზე თქვა.
“ჩვენ ცივით, რომ დღეს შიდა ომის ველებზე ბევრი იღუპება. ეკლესია ლოცულობს, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, ამ ძმათამკვლელ ომში რაც შეიძლება ნაკლებმა ძმამ მოკლას ერთმანეთი. ასევე, ეკლესიამ იცის, რომ ვისაც ამოძრავებს ფიცის შესრულების გრძნობა, აქვს მოვალეობის გრძნობა, თავისი მოწოდების ერთგული რჩება და სამხედრო მოვალეობის შესრულებისას მოკვდება, ეს მსხვერლის ტოლფასია. ის თავს სხვებისთვის წირავს და ამიტომ ჩვენ გვჯერა, რომ მსხვერპლი ჩამორეცხავს ყველა ცოდვას, რაც ადამიანმა ჩაიდინა” – ამბობს კირილი.