ამერიკის ელჩმა კელდეგნანმა, ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მნიშვენლოვანია ქვეყანაში ვაქცინაციის განხორციელების მკაფიო გეგმის არსებობდეს და ამ თემაზე ახლა ყველა მჭიდრო კოორდინაციას ელის.
“ძალიან სასარგებლო შეხვედრა გვქონდა, სადაც მივიღე განახლებული ინფორმაცია საქართველოს მთავრობის გეგმების შესახებ პანდემიის მართვის კუთხით 2021 წელს. ახლა ყველა ელის მჭიდრო კოორდინაციას ვაქცინაციის გეგმასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ვაქცინაციის განხორციელების მკაფიო გეგმის არსებობა, არამხოლოდ საქართველოსა და აშშ-ში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით, იმისათვის რომ უზრუნველვყოთ ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება და რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს ეკონომიკის აღდგენა, თუ სკოლების გახსნა”, – განაცხადა კელი დეგნანმა.
შეგახსენებთ, რომ ამავე შეხვედრაზე მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში მოსახლეობის კორონავირუსის საწინააღმდეგოდ აცრა Pfizer-ის ვაქცინით გახდება შესაძლებელი.