სოფელ ბუკნარშიშეკრებილი მუსლიმი მოასახლეობა, სოფლის გამგებლის დავით კვაჭანტირაძის და სკოლის დირექტორის, მარინა გოგიშვილის გადადგომას ითხოვენ.
ამ წუთებში, ამ თემასთან დაკავშირებით მიდის მოლაპარაკება ადგილობრივ ხელისუფლებასა დააქციის მონაწილეებს შორის
შეგახსენებთ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება გუშინ დაიწყო, დღეს დილიდან მუსლიმი თემის წარმომადგენლები და მართლმადიდებელი მოსახლეობის ნაწილი სოფელში სხვადასხვა ლოკაციაზე აქციას მართავდნენ.
მუსლიმი მოსახლეობა სოფელში მეჩეთის მოწყობასა და ლოცვის ჩატარებას ითხოვს, მართლმადიდებელი მოსახლეობა კი სოფელში მეჩეთის გახსნის წინააღმდეგია.