15 საათზე ნაკლები დრო ,,მთავარი არხის” დამფუძნებლის განაჩენის გამოცხადებამდე. ნიკა გვარამიას მეუღლეს, სოფო ლილუაშვილს, აინტერესებს, რომელ მხარეს დადგება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია.
ხვალ ველოდები, რომ ვნახო, რომელ მხარეს დადგებიან მოსამართლეები, კლანის, ოლიგარქიის, რუსეთის, უსამართლობის, თუ ჩვენს მხარეს – ხალხის მხარეს – ამბობს ნიკა გვარამიას მეუღლე, სოფო ლილუაშვილი.
2 ნოემბერს, 11 საათზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ, მერაბ ჯორბენაძის, ლაშა მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, უნდა გამოაცხადოს გადაწყვეტილება, გატავისუფლდება თუ არა პატიმრობიდან ნიკა გვარამია.