ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან კახა ასკურავა ნიკა გვარამიასთვის გამოცხადებულ განაჩენს ეხმაურება და წერს:
”რიგი ოპო.პარტიის ლიდრები,კიდე სხვის იმედად არიან და ამჯერად სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, სასწარაფოდ შეიწყალოს ნიკა გვარამა. ვითომ ნიკა მთელი ხუთი თვე კურორტზე იყო წასული,ან/და ზურაბიშვილი არ იყო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი?!
აღარ მესმის რა..აღარაფერი აღარ მესმის..რამდენჯერ უნდა წახვიდე ერთი და იგივე მოლიპულ გზაზე,რამდენჯერ..???რამდენჯერ უნდა დაგცინოს და მასხრად აგიგდოს ივანიშვილმა,რამდენჯერ?!
ზარქუას საღადაოთ რატომ უნდა გაიხადო საქმე???!!! ვერ ხვდებით,რომ ამით კიდევ უფრო მეტ ნიჰილიზმს და უიმედობას ნერგავთ საზოგადოებაში???
თუ მეტი არაფერი გაქვთ სათქმელი, საერთოდ რომ გაჩუმდეთ არ ჯობია???!!!” – წერს ასკურავა.