“ჩემთვის პრინციპული საკითხი იყო, ის რუსი ბალერინა ყოფილიყო“-კეხმანი ანანიაშვილზე

ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელი, ვლადიმირ კეხმანი ამბობს, რომ ის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელს, ნინო ანანიაშვილს შეუთანხმდა, რომ, თუკი ის ნოვოსიბირსკის საბალეტო დასის ხელმძღვანელი გახდებოდა, ის რუსი ბალერინა იქნებოდა.

ამის შესახებ კეხმანი რუსულ გამოცემა Московский комсомолец-ს ესაუბრა და ნინო ანანიაშვილთან დადებული და მოგვიანებით შეწყვეტილი შეთანხმების დეტალებზე ისაუბრა.

“თებერვალში თბილისში სპეციალურად ჩავედით, რათა ნინო ანანიაშვილი გაგვეცნო. ყველა რისკის გათვალისწინებით, მე მას ვთხოვე და შევთანხმდით, რომ ჩემთვის პრინციპული საკითხი იყო, ის რუსი ბალერინა ყოფილიყო. ის ძალიან დიდხანს ფიქრობდა. ჩვენ მას მოველაპარაკეთ და საბუთებს ხელი მოვაწერეთ. ის ნოვოსიბირსკში დეკემბრის ბოლოს ჩამოფრინდა, ნახა თეატრი, იყო შთაბეჭდილების ქვეშ. შემდეგ ჩემთან გამოფრინდა პეტერბურგში და ჩვენ საბოლოოდ შევთანხმდით ყველა დეტალზე”. – ამბობს ვლადიმირ კეხმანი ინტერვიუში.

https://tabula.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share