ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის უფროსი, გია ანთაძე, მისმა მოადგილემ, დასუფთავების სამსახურის ტრანსპორტის განყოფილების უფროსმა, კახა ურუშაძემ სცემა.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” კარგად ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.
ინციდენტი დასუფთავების სამსახურში გასული, ნოემბრის, თვის მიწურულს მოხდა.
როგორც გვატყობინებენ, ურუშაძე და ანთაძე, დასუფთავების სამსახურის ოფისში, ანთაძის კაბინეტში ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად ერთმანეთს სამუშო საათებში დაუპირისპირდნენ.
კახა ურუშაძე აღნიშნულ უწყებაში გია ანთაძის ხელმძღვანელად დანიშვნიდან რამდენიმე თვის შემდეგ მიიყვანეს.
მისი დანიშვნა ანთაძისათვის იმდენად მიუღებელი იყო, რომ გავრცელდა ხმები, თითქოსდა ეს უკანასკნელი პროტესტის ნიშნად გადადგა.მასვე მერისთვის მოუთხოვია ურუშაძის მოშორება, რაზედაც უარი მიუღია, იმ მოტივით, რომ ერთ- ერთი უწყების მიერ დაშვებული კადრი იყო.
თუმცა მოგვიანებით ანთაძემ მოვალეობის შესრულება გააგრძელა, მაგრამ მას ტრანსპორტის განყოფილების ხელმძღვანელთან მუდმივი დაპირისპირებები ქონდა, ძირითადად, მუნიციპალური ქონების, (ტრაქტორები, თვითმცლელები, ბულდოზერები) არაოფიციალურ გაქირავების პოლიტიკასთან და აქედან შემოსული თანხების მოძრაობასა და გადანაწილებასთან დაკავშირებით.
ამჯერად დაპირისპირება იმდენად ხმაურიანი იყო, რომ მათი გაშველება თანამშრომლებს მოუხდათ.