ოზურგეთში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საავტომობილო სერვისცენტრი – „რევა მოტორსი” გაიხსნა. ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახალი სერვისცენტრი ოზურგეთის მერმა – ავთანდილ თალაკვაძემ, „რევა მოტორსის” დირექტორმა – შაქრო ცეცხლაძემ და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ურუშაძემ გახსნეს.
„პროექტის დასაფინანსებლად მოზიდული კერძო ინვესტიცია 1.5 მილიონ ლარს შეადგენს და, პირველ ეტაპზე, 25 ახალ სამუშაო ადგილს ქმნის, სადაც ჩვენი თანამოქალაქეები დასაქმდებიან. კერძო ინვესტიციების ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილები, ჩვენი 8-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტია”, – აღნიშნა ოზურგეთის მერმა.