პარტია “კანონი და სამართალი”-ს ლიდერი, თაკო ჩარკვიანი გიორგი გაბუნიას მონოლოგს ეხმაურება და საზოგადოებრივ მაუწყებელს მიმართავს: “საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი თუ “საზ მაუს მე ნე ჯმ ენ ტი” თუ “ თქვენეჯმენტი” თუ არ ვიცი რა გქვიათ , ალბათ ასე გქვიათ “საზოგადოებრივი სირცხვილი” და თავის მოჭრა. ეს რა მოვისმინეთ: ჯულიეტა ვაშაყმაძის სამძიმარი როგორ უთხარით ოჯახს , როგორ არ გააყოლეთ ერთი კენტი ყვავილი გასვენებაში, რისი შეგეშინდათ, რომ ვასილ მაღლაფერიძეს “დასჯიდნენ” ამ ერთი თაიგულის გამო და “ოცნების პოლიტსაბჭოში” არ აღმოჩნდებოდა????? ყველა თანხმოვანი, რაც კი არსებობს ეკუთვნის თქვენს “ მენეჯმენტს”. რამ დაგცათ ასე, რამ დაგიყვანათ ასე ფსკერზე ან ვინ და რა ღირს ამად ???????????საოცარია , “ საზოგადოებრივი მაუ” რა უხერხულია, რომ “საზოგადოებრივი თავის მოჭრა “გჭირთ! ანუ საზოგადოდ თავის მოჭრა…….. ვასილ, ლაშა , გლაშა, მაშა ….ჰეი ვინა ხართ მანდ “ მომავლიდან” წარსულის ასეთი “პატივისმცემლები” ყარს სახელმწიფო ბატონებო”!!!-წერს ჩარკვიანი.
““საზოგადოებრივი სირცხვილი” და თავის მოჭრა, ეს რა მოვისმინეთ”…
გიორგი გაბუნიამ დღეს გადაცემა “პოსტფაქტუმში” განაცხადა, რომ მის ოჯახს საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელით სამძიმარი არ მიუღია, სადაც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა.