ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ ქადაგებისას უკრაინაში ომზეც ისაუბრა და თქვა, რომ ბრძოლაში უკრაინას მხარს უჭერენ, უნდათ უკრაინის გამარჯვება და ასევე უკრაინის სათავეში ისეთი ხალხი იყოს, რომლებიც “არ გვიბრძანებენ ჩვენ ეს გამოუშვით, ის გამოუშვით, ეს გყავდეთ ხელისუფალი, ის გყავდეთ ხელისუფალი”.
მან უკრაინაში მებრძოლი ქართველების განცხადებებზეც ისაუბრა და თქვა, რომ მათ ნაწილს “რევოლუციის ექსპორტი” უნდა ჩვენ ქვეყანაში. მისი თქმით, ასეთები არიან ისინი, ვინც საქართველოში ტანკებით შემოსვლაზე საუბრობენ – “რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის რუსეთიდან შემოვა ტანკები თუ უკრაინიდან რა?!”
“დღეს ასეთი თითების ქნევით, გინდა რუსეთიდან, გინდა უკრაინიდან, გინდა საიდანაც გინდა იყოს, არსაიდან ჩვენთვის მისაღები არ არის. ამიტომ, გინდა არ გინდა, ნუ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ უფლის ქვეყანა ვართ, ღვთისმშობლის წილხვედრი ვართ.
არ უნდა გვეშინოდეს ვიღაცეების, არც იმპერიების, არც ორჯონიკიძეების, არცერთნაირი სოუსით რა. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს უკრაინიდან წამოვა ჩემ წინააღმდეგ, თუ რუსეთიდან, ორივეს გავუწევ წინააღმდეგობას, მაშინ როცა მე მიმაჩნია სწორად. იმიტომ რომ ვიღაცა იქიდან, უკრაინიდან მეუბნება რუსეთს დაუპირისპირდიო ამის გამო მე დავიწყო ახლა რუსების წინააღმდეგ ფეხების ქნევა, ხომ ვიცი, რომ ღვთის ნება არ არის ახლა ეს სიტუაცია, რატომ უნდა გამოვიწვიო როცა თვითონ არ მოდის, არ სცალია ჩემთვის, იქნებ ცოტა ამოვისუნთქო, დავდგე ფეხზე და იქნებ მერე აღარც გაბედოს ვინმეზე წასვლა, მადლობა უკრაინას რომ წინააღმდეგობა გაუწია”, – თქვა მეუფე სტეფანემ.