ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი მძიმედ დაშავდა დღეს, ლანჩხუთში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად.
ბათუმში მცხოვრები 22 წლის ახალგაზრდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესაში მომხდარ შემთხვევას შეეწირა.
უბედური შემთხვევა თბილისი-ბათუმის სარკინიგზო ავტომაგისტრალის ლესის მონაკვეთზე მოხდა, როცა ამოვარდნილი ქარიშხლის შედეგად წაქცეული ხე იმ ავტომობილს დაეცა, რომელსაც ბათუმში მცხოვრები 22 წლის ახალგაზრდა მართავდა. ადგილზე დაიღუპა ტაქსის მძღოლი, რომლესაც მგზავრები ბათუმიდან ქუთაისის მიმართულებით გადაჰყავდა.მგზავრები არ დაშავებულან. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო სამსახურს ტაქსის მძღოლი უკვე გარდაცვლილი დახვდა , ხოლო მგზავრებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.
ფოტო – გურია თუდეი