ხუთ დღეში ევროსასამართლო მაჩალიკაშვილის საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს.
მოსამართლეთა კოლეგიის პასუხმა შესაძლოა, “ქართული ოცნება” აიძულოს, გამოძიება ხელახლა დაიწყოს. თუ ეს მოხდა, პანკისის სპეცოპერაციის საქმეზე პასუხისმგებლობის აღება, სავარუდოდ, მოუწევთ სუს-ის ყოფილ მაღალჩინებსებს – გომელაურს, გოგაშვილს და ჩიმაკაძეს. ასევე ყოფილ პროკურორს ირაკლი შოთაძეს და კიდევ სამ სპეცცრაზმელს.
მაჩალიკაშვილი საკუთარ სახლში, საძინებელში თავის არეში დაჭრეს. ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა .პროკურატურამ ამ საქმეზე ჩვენს ქვეყანაში ძიება შეწყვიტა და თქვა, რომ სპეცრაზმელი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა.
tv pirveli