“ჩემი პირადი კონტაქტით…დემენცია ნამდვილად არ შემიმჩნევია”-ნადირაძე მიხეილ სააკაშვილზე

„ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. მან კონკრეტული დიაგნოზების დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტთან პირადი ურთიერთობისას დემენციის ნიშნები არ შეუმჩნევა.

„არ ვარ არც ფსიქიატრი, არც ფსიქოლოგი. მე ვიცი რა ჩანაწერებია ჩემს ისტორიაში. ყოველთვის თავს ვიკავებდი დიაგნოზების ხსენებისგან. მომხრე ვარ, რომ კონკრეტული ლიცენზიის ფარგლებში კონკრეტულმა ექიმმა ისაუბროს. ჩემი პირადი კონტაქტით, დემენცია ნამდვილად არ შემიმჩნევია. საკმაოდ სხარტი, ძალიან ჭკვიანი და გონიერი ადამიანია“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share