ბადრი ესებუას მამა „პრაიმტაიმთან“ პირველ კომენტარს აკეთებს.
„ჩემი მეუღლის ბიძაა ომიანე ჯიქია, რა თქმა უნდა ნათესავები ვართ…
ჩემი შვილის დაკავებასთან დაკავშირებით, ის ვიცი რაც ტელევიზიით გავიგე, სხვა არაფერი, შვილიშვილებს ვფიცავ არაფერი არ ვიცი, თუ დამიჯერებთ, ძალიან ცუდად ვარ“, – უთხრა „პრაიმტაიმს“ ბადრი ესებუას მამამ
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ძებნილი ბადრი ესებუა სოფელ ჯიხაშკარში გამთენიისას დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.