მეგობრებო, კოლეგებო, ყველას მეგობარს, „გურია ნიუსის“ ჟურნალისტს გიორგი გირკელიძეს კარგად იცნობთ. ბევრმა იცით, რომ 7 წელზე მეტია, გიორგი სრულფასოვან ცხოვრებას ვერ ახერხებს, ვერ მუშაობს, უჭირს გადაადგილება და მუდმივად მედიკამენტების საშუალებით ახერხებს კონცენტრაციას, ჯანმრთელობის პრობლემების გამო.
ამ 7 წლის განმავლობაში, გიორგი და მისი მეგობრების დიდი არმია, ვცდილობდით საქართველოს პირობებში გვეპოვა პასუხი კითხვაზე _ რა სჭირს ადამიანს, რომელიც ძალიან აქტიური იყო და დღეს, ამ შესაძლებლობების მინიმუმსაც ვერ იყენებს.
სხვადასხვა დროს სტაციონარული და პროფილაქტიკური მკურნალობით, ამ დრომდე მოვედით _ ყველა ჩარევა, მხოლოდ მოკლევადიან ეფექტზე გათვლილი აღმოჩნდა და რეალური შედეგი ისევ ვერ დადგა.
გიორგი ისევ მედიკამენტებზეა დამოკიდებული და ისევ არ გვაქვს დაზუსტებული პასუხი, მის სრულ გამოჯანმრთელებას რა სჭირდება. ამისთვის, ის განიხილავდა ევროპის რომელიმე ქვეყანაში სამკურნალოდ წასვლას, თუმცა მოგეხსენებათ, ეს რამხელა ხარჯებთანაა დაკავშირებული, ამიტომაც გადაწყდა თურქეთში წასვლა, სადაც მას კეთილი ადამიანების თანადგომით, შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდება.
თურქეთი, გადაწყდა იმის გამო, რომ ფინანსების საჭიროება გაცილებით მცირეა და მეორეს მხრივ, როგორც უკვე გითხარით, იქ მას ელოდებიან კეთილი ადამიანები, რომლებიც მორალურ და ფიზიკურ დახმარებას გაუწევენ.
იმისათვის, რომ გიორგიმ შეძლოს ამ გამოკვლევების ჩატარება, ჩვენი დახმარება სჭირდება. არ დავიზაროთ, ვის რამდენიც და როგორც შეგვიძლია, ისე დავეხმაროთ.
დარწმუნებულები ვართ, რომ ეს სიკეთე ჩვენც და გიოსაც ასმაგად დაგვიბრუნდება.
დავეხმაროთ გიოს, სრულფასოვან ყოველდღიურობაში დაბრუნდეს.
მისთვის ჩარიცხული ერთი ლარიც ძალიან ბევრს ნიშნავს _ ჩვენ ხომ ბევრნი ვართ!
გადავდოთ ერთი დღით კაფეში წასვლა, ან ერთი კოლოფით ნაკლები სიგარეტი ვიყიდოთ, ან უბრალოდ სიკეთე გავაკეთოთ!
ვიცი, რომ რთული პერიოდია ეკონომიკურად, ვიცი, რომ ყველას ჩვენი პრობლემები გვაქვს, მაგრამ მაინც. თქვენი მადლიერები ვიქნებით ყოველთვის!
თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ TBC ბანკში ანგარიშზე: GE54TB7700545064300030, მიმღები, გიორგი გირკელიძე.
წინასწარ დიდი მადლობა!