“დიახ, რაიკომის მდივანი ვიყავი“ – „ოცნების“ დეპუტატის კომუნისტური წარსული

“ქართული ოცნების” დეპუტატი რიმა ბერაძე  მოძრაობა “სირცხვილიას” პასუხობს და ამბობს, რომ  ის რაიკომის მდივანი ნამდვილად იყო და ქვეყანას პირნათლად ემსახურებოდა.

“დიახ, რაიკომის მდივანი ვიყავი, დავიბადე იმ პერიოდში, ვემსახურებოდი ჩემს ქვეყანას ვემსახურებოდი ქართველ ხალხს და თქვენც შეგიძლიათ ეს გადაამოწმოთ იმ რაიონში, სადაც ვიყავი მე ამ პოზიციაზე და ჩემდა სამწუხაროდ მე დავიბადე იმ პერიოდში. ამას ამბობს ის ორგანიზაცია, რომელთანაც მე არანაირი უფლება მაქვს გავცე პასუხი, უბრალოდ სირცხვილია მართლა” – ამბობს რიმა ბერაძე
შეგახსენებთ, შალვა პაპუაშვილმა “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე საუბრისას მაგალითად “სირცხვილი” დაასახელა, რომელსაც ძალადობრივი ორგანიზაცია უწოდა და თქვა, რომ უცნობია საიდან ფინანსდებიან ისინი.

მოძრაობა “სირცხვილიამ” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს დღევანდელ განცხადებას უპასუხა უმრავლესობის დეპუტატებით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share