თურქეთში, მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონში მოხალისედ წასული ქართველი ახალგაზრდა დაიღუპა.
დაღუპული ქართველი დანიელ ბულკაშვილია.
ინფორმაციას დანიელის დაღუპვის შესახებ მისი მეგობარი, გიორგი დიასამიძე ავრცელებს.
როგორც გიორგი დიასამიძე ამბობს, ახალგაზრდა კაცი ნანგრევებში მოჰყვა.
“არ ვიცი, რა დავწერო… გული ძალიან მეწვის. ერთად ბევრი ბრძოლა გამოვიარეთ. მარადიული ხსოვნა მეგობარო. შენ მართლა გმირი იყავი და გმირად დარჩები ჩვენს გულში. თურქეთში წავიდა, მიწისძვრით დაზარალებულების დასახმარებლად, ნანგრევები ჩამოიშალა და დაიღუპა” – წერს დიასამიძე.
“გარდაცვალების შესახებ ოჯახმა უკვე გაიგო. 35 წლამდე ასაკის იყო, მას ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. თბილისელია თუმცა ბოლო პერიოდში ბათუმში ცხოვრობდა. 7 თებერვალს თურქეთში სტიქიის ზონაში ჩავიდა, მოხალისედ“, – ამბობს დიასამიძე.
წყარო: ambebi.ge